ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

შტურმი გამომძიებელ ჟურნალისტებზე - სასამართლო პროცესზე ნოდარ მელაძე შსს-ს ცრუ მოწმის მხილებას აანონსებს

ნახვები: 469 შტურმი გამომძიებელ ჟურნალისტებზე - სასამართლო პროცესზე ნოდარ მელაძე შსს-ს ცრუ მოწმის მხილებას აანონსებს

შს მინისტრის შტურმი გამომძიებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ - ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო ვახტანგ გომელაურის უწყების სარჩელს განიხილავს. ადგილზე ტვ პირველის გენერალური პროდიუსერი და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე უკვე მივიდნენ. გამომძიებელი ჟურნალისტების გამოკითხვა ტვ პირველის იურისტებმა მოითხოვეს.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე შაბათის ეთერის ავტორი და წამყვანი ნოდარ მელაძე შსს-ს ცრუ მოწმის მხილებას აანონსებს. ცრუ მოწმედ მელაძე შსს-ს პრესამსახურს, ქეთი კოვზიაშვილს მოიხსენიებს. კოვზიაშვილმა წინა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ტვ პირველიდან მას ჟურნალისტები არ დაკავშირებიან და უწყებისგან ამ ტემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ, რასაც მელაძე და ჩიხლაძეც კატეგოირულად უარყოფენ.

ჩვენი სურვილია იყო, რომ მიგვეცა სასამართლოსათის ჩვენება ცრყუ მოწმე ქეთევან კოვზიაშვილის წინააღმდეგ, რომელიც წარმოადგენს შსს-ს წარმოადგენს. ამ ცრუ მოწმემ წინა ჩვენების დროს მედიის წინააღნმდეგ გაილაშქრა სასამართლო პროცესზე და დარბაზში ამტკიცებდა, რომ თუმრმ ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა რაღაცასთან დაკავშირებით და ჟრნალისტებმა ეს ინფორმაცია არ გამოიყენეს, რაც არის ტყუილი და შესაბამისად, ჩემი რცევა იქნება მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომ ამიერიდან თუ გექნებათ კომუნიკავია აღნიშნულ ცრუ მოწმესთან მისი სამსახურეობრივი უფლებამოსუილებიდან გამომდინარე, მოახდინოთ ჩანაწერის გაკეთება, რადგან შეიძლება შემდეგ სასმართლოში მივიდეს და ცრუ ჩვენებას მისცეს, რომ თიტქოს ჟურნალისტს დაურეკა და თიტქოს ჟურნალისტს მიაწოდა რარაც ინფორმაცია, რომელიც მედიამ არ გამოიყენა. მედიას მოეხსენება, რომ შსს საქართველოში სამთავრობო უწყებებს შორის წარმოადგენს ყველაზე ჩაკეტი.ლ უწყებას, ბეტონის კედელი აქვთ აღამრთული ჟურნალისტების წინააღმდეგ. ვიდეომკტიცებულებებით, რომელიც ჩვენმა იურისტმა წარმოადგინა, დგინდება, რომ მინისტრიც საქმის კურსში იყო და მას ჰქონდა გონივრული ვადა შესაბამისი პასუხის გასაცემად ჟურნალისტებისათვის, რაც არ გააკეთა, - აცხადებს ნოდარ მელაძე.

ამ წუთებში სასამართლოს ჩვენებას ფოთის ერთ-ერთი სასტუმროს თანამშრომელი ხათუნა ხავლეიშვილი აძლევს. ხავლეიშვილი გომელაურის უწყების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. საგამოძებო რეპორტაჟში მთავარი მოწმე აცხადებდა, რომ რეპორტაჟშ ნახსენებ პოლიციელს იცნობდა, თუმცა დღევანდელ პროცესზე ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო. შეკიტხვას, თუ რატომ დასჭირდა საგამოძიებო უწყებას აღნიშნულ სასტუმროში სპეცოპერაციის ჩატარება, მოწმე არ პასუხობს.

ტვ პირველს პოლიციელმა გელა კვაშილავამ უჩივლა. მისი მტკიცებით არხის ეთერში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. კვეშელავა ტვ პირველისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა