მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს

ნახვები: 462 მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს და ამიტომ უნდა განადგურდეს. ამის შესახებ პოდოლიაკმა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის უკანონო ნაგებობა და ყირიმში რუსული არმიის მომარაგების მთავარი კარიბჭე. ასეთი ობიექტები უნდა განადგურდეს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, უახლოეს ორ-სამ თვეში ახალი ინციდენტებია მოსალოდნელი, ისეთი, როგორიც ყირიმის ხიდის აფეთქება იყო.

„რა თქმა უნდა, ვეთანხმები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, რომელიც უახლოეს ორ-სამ თვეში მსგავსი ტიპის ინციდენტებს წინასწარმეტყველებს. ვფიქრობ, ჩვენ შეიძლება, დავინახოთ უფრო მეტი ის, რაც ახლა ხდება“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა