Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

გოგა ხაინდრავა - კელი დეგნანის საქმიანობა საქართველოში კრახით დამთავრდა

19.08.2022 ნახვები: 612

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საქმიანობა საქართველოში კრახით დამთავრდა, რადგან მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად მიიჩნევს თავს, ქვეყანაში არ დარჩება, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ელჩებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი ამოცანა ნებისმიერ ქვეყანაში არის პირველ რიგში ახსნები, ურთიერთობების დალაგება და არავითარ შემთხვევაში ჭკუის სწავლება და ფსევდოიდეალების დამკვიდრება საქართველოში, რომელსაც ისინი ცდილობენ.

„ამით განსაკუთრებით გამოირჩევა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. საერთოდ, ცუდად დაგვებედა სახელი კელი. იან კელი იყო ამერიკის ელჩი და ასეთი სამარცხვინო ელჩი საქართველოში მგონი, არც ერთ ქვეყანას არ ჰყოლია, როგორც ის ბატონი კელი იყო. დღესაც, მოწმენი ვართ, აგრძელებს თავის პოლიტიკურ კორუფციულ საქმიანობას, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და დღესაც მისი განცხადებები ამის დამადასტურებელია. ფაქტი, რომ მოაშორეს დიპლომატიურ საქმიანობას და დღეს არის კერძო საქმით დაკავებული, ზუსტად იმას მეტყველებს, რომ მისი მისია საქართველოში აბსოლუტურად კრახით დამთავრდა. კრახით დამთავრდა ქალბატონი დეგნანის საქმიანობაც საქართველოში, რადგან მისი ბოლო განცხადებების შემდეგ თავმოყვარე ადამიანი, რომელიც დიპლომატად მიიჩნევს თავს, იმ ქვეყანაში არ დარჩება, სადაც მან თქვა პირველ რიგში „გავრილოვის ღამე“, ტერმინი, რომელიც პირდაპირ აქვს აღებული ლაკა ხოშტარიასგან, ამ სამარცხვინო პოლიტიკური მოღვაწისგან, რომელიც პირდაპირ რუსული ფულით დგას ფეხზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ამასთან, მისივე თქმით, სამყარომ ფერი იცვალა 24 თებერვალს, თუმცა ეს სასიკეთო არ არის.

„ვხედავთ, რომ ის დაპირებები, რომელიც გაიცემოდა ჩვენი ძალიან ახლო და მეგობარი ქვეყნის, უკრაინისადმი, დარჩა მხოლოდ ქაღალდზე. რეალურად, ქვეყანა არის დანგრეული, მიწასთან გასწორებული, არანაირი პერსპექტივა ამ ქვეყანას არ აქვს არც ომში, არც განვითარებაში. ევროკავშირზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, ეს არის დიდი საპნის ბუშტი, რომელიც შემოგვთავაზა ფსევდოდემოკრატიულმა სამყარომ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა