ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვახტანგ გომელაური - ვინც მე მიცნობს, იცის, რომ თუნდაც მტრის ოჯახს პატივს ვცემ და ჩემგან მუქარა არავის მიმართ არასდროს წასულა

ნახვები: 468 ვახტანგ გომელაური - ვინც მე მიცნობს, იცის, რომ თუნდაც მტრის ოჯახს პატივს ვცემ და ჩემგან მუქარა არავის მიმართ არასდროს წასულა

ჩემგან ასეთი რამ, მუქარა არასდროს არ წასულა არავის მიმართ, რომ ოჯახის ამოწყვეტით დავმუქრებოდი, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტებმა გომელაურს კითხვები დაუსვეს სოსო გოგაშვილის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაზე.

„ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია. სოსო გოგაშვილზე თვითონ, ძალიან სამწუხაროა, გული მწყდება. გავიცანი 2013 წელს, წამოვიყვანე მე პირადად. ის იყო რიგით თანამდებობაზე, არ მახსოვს, განყოფილების ან ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე იყო გენინსპექციაში. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ვთხოვე მას, ჩემს საკურატოროში გადმოვიყვანე, დავაწინაურე. დეტალებს აღარ მოვყვები. ბოლოს გახდა ჩემი პირველი მოადგილე. თითქმის სამი წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი ოჯახის ახლობელიც. დავახლოვდით ოჯახებით და ახლა სამწუხაროდ, ის აცხადებს. რომ თურმე სამი წელი იდგა და აგროვებდა კომპრომატებს ჩემზე, ჩვენს გუნდზე და გომელაური ციხეში უნდა იჯდეს. მისი გათავისუფლება თანამდებობიდან მოხდა 2018 წელს, რატომ მოხდა ეს, თვითონ ყველაზე კარგად იცის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა