ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, სახალხო დამცველის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით

ნახვები: 489 იაგო ხვიჩია - „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, სახალხო დამცველის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით

ისეთი არავინ მეგულება, ვისაც მხარს სიამოვნებით დავუჭერდი. მთავარი პრობლემა ეს არის, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც ეჭვის თვალით უყურებს.

„იმის გამო, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურას არასამთავრობო ორგანიზაცია წარადგენს, მას მხარს მხოლოდ ამის გამო არ დავუჭერთ. ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჯერ არ მიმდინარეობს, ჯერ ამ საკითხის მოთელვაა. ვნახოთ, პროცესი სადამდე მიგვიყვანს და რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. იმ კანდიდატს ვერ ვხედავთ, ვისაც მხარს დავუჭერთ, მაგრამ დრო გავიდეს. ჩემი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისეთი არავინ მეგულება, ვისაც მხარს სიამოვნებით დავუჭერდი. მთავარი პრობლემა ეს არის. იქნებ, ვინმე ახალი გამოჩნდეს და სხვა თვალით შევხედოთ. ისე არავის ვენდობით, რომ მასზე პასუხისმგებლობა ავიღოთ. სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც ეჭვის თვალით ვუყურებ. ამ თვალსაზრისით ისეთი ტრადიცია გვაქვს, რომ დიდი მოლოდინი არ გვაქვს. გვიფიქრია იმაზეც, რომ სახალხო დამცველის კანდიდატი წარვადგინოთ, მაგრამ პროცესების განვითარებას დავაკვირდებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ამასთან, როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, კანონმდებლობაში არსად წერია, რომ სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციები ირჩევენ. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებიდან არავინ იქცევა სწორად, ვინც თავის გასაკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებს.

„რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, არავინ იქცევა სწორად, ვინც თავის გასაკეთებელ საქმეს სხვას გადააბარებს. ამ შემთხვევაში იმ ოპოზიციას ვგულისხმობ, ვინც ეს საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს გადააბარა, თითქოს სახალხო დამცველი „ენჯეოშნიკების“ შესარჩევი იყოს, ისინი გვეხმარებიან ამაში. კანონმდებლობაში არსად წერია, რომ სახალხო დამცველს არასამთავრობო ორგანიზაციები ირჩევენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობაა ასაღები იმაზე, თუ ვის წარადგენ და სხვა ვინმეზე ამის გადაბრალება არ შეიძლება. ვისაც წარადგენენ, მხარს დავუჭერ – ეს დამოკიდებულება არასერიოზულია. ვერ ვხვდები, არასამთავრობო სექტორი რა ეზოთერულ ცოდნას ფლობს ისეთს, რაც შეიძლება, პოლიტიკოსებმა არ ვიცოდეთ და უფრო მეტიც, შეუძლებელიც კი იყოს, რომ ეს ვიცოდეთ. ასეთი „ენჯეო“ სექტორში არ მინახავს, მაგრამ დავაკვირდები, იქნებ, მართლა გამოჩნდეს. როგორც წესი, კანდიდატის მხარდაჭერაში ძვირს ვითხოვთ ხოლმე. „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, ჩვენს კოლეგებთან ივაჭროს, ისინი უფრო იაფად აძლევენ გამოძრომის საშუალებას. სახალხო დამცველის მხარდაჭერის სანაცვლოდ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ან ამნისტიას მოვითხოვდით“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა