ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს

ნახვები: 473 გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს

კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული – გაერო ჩინეთს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია მუსლიმი უიღურებისა და სხვა ეთნიკური უმცირესობების შესახებ მომზადებულ ანგარიშზე, რომელზეც პეკინი მოუწოდებდა გაერო-ს, არ გამოექვეყნებინა მასალა და დასავლეთის მიერ მოწყობილ ფარსს უწოდებს.

გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ აღმოაჩინეს წამების ისეთი „სანდრო მტკიცებულებები“, რომლებიც უტოლდება „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს“.

ისინი ადანაშაულებენ ჩინეთს ეროვნული უსაფრთხოების შესახებ ბუნდოვანი კანონების გამოყენებაზე უმცირესობების უფლებების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების სისტემის დასამკვიდრებლად.

ანგარიშში საუბარია, რომ პატიმრები გახდნენ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, რაც მოიცავდა სექსუალური და გენდერული ძალადობის ინციდენტებს.

ასევე, გახდნენ იძულებითი სამედიცინო ჩარევის მსხვერპლი, კერძოდ, „ოჯახის დაგეგმვისა და შობადობის კონტროლის პოლიტიკის დისკრიმინაციული აღსრულების“ მსხვერპლი.

გაერო-ს რეკომენდაციაა, რომ ჩინეთმა დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები აღნიშნული პირების გასათავისუფლებლად.

გაერო-ში აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ზუსტი ცნობა, თუ რამდენი ადამიანი ჰყავს დაკავებული ხელისუფლებას. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები მილიონზე მეტ პირზე საუბრობენ, რომლებიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით სინძიანის პროვინციაში ბანაკებში ჰყავთ განაწილებული.

სინძიანში 12 მილიონამდე უიღური ცხოვრობს და უმეტესობა მუსლიმია, თუმცა გაერო-ში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, არამუსლიმი უიღურებიც იყვნენ დაზარალებული.

პეკინი, რომელმაც აღნიშნული ანგარიში წინასწარ იხილა, ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნული ბანაკები ტერორიზმთან ბრძოლის ინსტრუმენტია.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა