ევროკავშირის საელჩო - უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას
მიხეილ სააკაშვილი - თავის დამკვიდრება ჩემი დაკნინების ხარჯზე, არავის წარმატებას არ მოუტანს,
1-ელ მაისამდე გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
2026 წლის არჩევნებისთვის ბენეტი და ლაფიდი ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაერთიანდნენ
Intel: Russians face mass layoffs this summer
President: Partners must curb Russia’s reckless behavior for global security
Intercepted communication: Russian troops in Pokrovsk direction leaving wounded at positions
President: Some Chernobyl defenders still held in Russian captivity

მაია მამულაშვილი აცხადებს, რომ კახა კალაძის შესახებ სატელევიზიო ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა

01.09.2022 ნახვები: 897

ტელეკომპანია „პირველის“ ტელეწამყვანის მაია მამულაშვილის განცხადებით, კახა კალაძის შესახებ სატელევიზიო ეთერში მის მიერ გაკეთებული განცხადება საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

როგორც მაია მამულაშვილმა განმარტა, ოპოზიცია ერთი წლის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციის შესახებ.

ტელეკომპანია „პირველის“ ტელეწამყვანი თბილისის მერის მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვას დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს და შეკითხვა აქვს, რატომ არ მიმართა კალაძემ შიდა რეგულირების ორგანოს ან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

„არსებობს შიდა რეგულირების ორგანო, ეთიკის ქარტია და ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს კითხვა, მოსაზრება, პრეტენზია რომელიმე ინფორმაციასთან დაკავშირებით, უნდა მიმართოს ერთი მხრივ შიდა რეგულირების ორგანოს, ეთიკის ქარტიას. კახი კალაძე პირდაპირ სასამართლოში წავიდა, პირდაპირ სასამართლო დავა დაიწყო, პირდაპირ ტელევიზიის ფინანსური დასანქცირება და 100 000 ლარი მოითხოვა. ეს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ მისი ნაბიჯი ტელევიზიის და ჩემი, როგორც ამ ტელევიზიის ჟურნალისტის წინააღმდეგ გადადგმულია. ინფორმაციას რაც შეეხება, ეს არის ინფორმაცია, რომელზეც ოპოზიცია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში საუბრობდა, საჯარო განცხადებებს აკეთებდა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, ეს არ იყო საინფორმაციო გამოშვებაში ნათქვამი აზრი, ეს არ იყო, როგორც ფაქტი მიწოდებული, არც ჩემს შესავალ ტექსტში არ იყო, ეს იყო გადაცემის მსვლელობისას, სტუმრებთან მსჯელობისას ნათქვამი, რომელიც ეყრდნობოდა მანამდე, ერთი წლის განმავლობაში საჯაროდ გავრცელებულ განცხადებებს და შექმნილ საზოგადოებრივ აზრს“, – განაცხადა მაია მამულაშვილმა.

დღეს კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ 5 ივლისს სატელევიზიო ეთერში მაია მამულაშვილმა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა. ადვოკატის თქმით, მამულაშვილმა წყაროს მითითების გარეშე, მტკიცებით ფორმაში თქვა, რომ კალაძემ ტენდერებიდან 60 მილიონი მიიღო. კალაძე ტელეკომპანია „პირველს“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს სასამართლოში უჩივის. როგორც ადვოკატმა განმარტა, მათი უფლებაა, რომელ სამართლებრივ გზას აირჩევდნენ უფლებების დასაცავად და მათ სასამართლოსთვის მიმართვის სტრატეგია არჩიეს. კალაძე საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და 100 000 ლარის დაკისრებას ითხოვს მოპასუხეებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა