მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დენის შმიგალი - რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის​

ნახვები: 463 დენის შმიგალი - რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის​

ჩვენთვის აუტანელია იმის ყურება, რომ ზოგიერთი რუსი აქ ხალხს კლავს, აუპატიურებს, მეორე ნაწილი კი, მშვენივრად ცხოვრობს დასავლეთში, მიდის სამოგზაუროდ, დოლჩე ვიტა, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა გერმანულ სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დენის შმიგალმა აღნიშნა, არ შეიძლება რუსების დაყოფა კარგ და ცუდ რუსებად.

„სამწუხაროდ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის. 200 000 რუსი სამხედრო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მათი ოჯახებიც კი არაფერს ამბობენ საწინააღმდეგოს. რუსეთის მოსახლეობა, საერთო ჯამში, მხარს უჭერს ამ ომს. რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის“, – განაცხადა შმიგალმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა