ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ პირველად იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელსაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა

ნახვები: 468 ვახტანგ მახარობლიშვილი - საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ პირველად იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელსაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა

ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ; შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველო-ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შესახებ განაცხადა.

მახარობლიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით.

„დღეს ბრიუსელში იმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. ეს არის ის ფორმატი, რომელიც არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით; შესაბამისად, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სხდომის ფარგლებში ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, მიმოიხილოს და ისუაბროს საქართველო-ევროკავშირს შორის აქტუალურ ყველა თემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საუბარი იქნება პოლიტიკურ დიალოგზე, იმ დინამიკაზე, რაც საქართველო-ევროკავშირს შორის არსებობს.

მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ; შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველო-ევროკავშირს შორის.

ბუნებრივია, სხდომაზე ასევე მიმოიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, საუბარი იქნება რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან და ასევე, შედგება შეხვედრა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრებზეც საუბარი იქნება იმ ახალ შესაძლებლობებზე და პერსპექტივებზე, რომელიც გამოჩნდა და კიდევ სამომავლოდ გამოჩნდება იმ ახალი რეალობის გათვალისწინებით, რომელიც მოტანილი იქნა საქართველოსთვის პერსპექტივის მონიჭებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა