ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე როცა რევოლუციას აანონსებს, მე მგონი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამაზე ხანდახან მაინც უნდა გაკეთდეს კომენტარი

ნახვები: 488 ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე როცა რევოლუციას აანონსებს, მე მგონი, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ამაზე ხანდახან მაინც უნდა გაკეთდეს კომენტარი

დიდი ხანია, „ნაცმოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ ხალხს მოაბეზრეს თავი, ახლა უკვე საკუთარ მხარდამჭერებსაც აბეზრებენ თავს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პოზიციების გამაგრებისთვის ცდილობენ, რადიკალური მესიჯებით გამოვიდნენ.

„დიდი ხანია, „ნაცმოძრაობამ“ და რადიკალურმა ოპოზიციამ ხალხს მოაბეზრეს თავი, ახლა უკვე საკუთარ მხარდამჭერებსაც აბეზრებენ თავს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა, არაფრის რესურსი არ აქვთ, არაფრის თავი არ აქვთ. იმისთვის, რომ შიგნით რაღაცნაირად სცადონ პოზიციების გამაგრება, ცდილობენ, რადიკალური მესიჯებით გამოვიდნენ. ამის უკან მეტი არაფერი არ დგას, რიხი რომ არ აქვთ, მათ განცხადებებში ძალიან კარგად ჩანს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. იმედია, ამას აკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რაღაც სახელმწიფო უსაფრთხოების კანონში რომ შეგვაქვს ცვლილება, ხანდახან იმაზე აკეთებენ ხოლმე კომენტარებს. როცა „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე რევოლუციას აანონსებს, მე მგონი, ამაზეც უნდა გაკეთდეს ხანდახან მაინც კომენტარი, ყოველ შემთხვევში ჩვენი სურვილი ეს იქნებოდა. ვნახოთ, რამდენად გაკეთდება ისეთი კომენტარები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას. მათი დუმილი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღვივებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა