ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

თეა წულუკიანი - აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია

ნახვები: 464 თეა წულუკიანი - აღარ მეგონა, თუ ოპოზიცია ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია

სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ვადამდელი არჩევნების თაობაზე „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ოპოზიცია თუ ისევ რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდა, აღარ მეგონა. არ ვიცოდი, როგორც ჩანს, გამომრჩა. რასაკვირველია, სამწუხაროა, რომ საქართველოს კვლავ ჰყავს ლუზერების კრებული, რომელმაც დაირქვა, რომ არის ოპოზიცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები და „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მოქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა