ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

იაგო ხვიჩია - შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, პროცესი დავიწყოთ ჩვეულებრივი ადამიანებით

ნახვები: 486 იაგო ხვიჩია - შერიგების დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, პროცესი დავიწყოთ ჩვეულებრივი ადამიანებით

„გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შერიგების პროცესის დაწყება კარგი იქნებოდა შეწყალების მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით.

„ამ შემთხვევაში უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მართლა უნდა ამ ქვეყანაში ადამიანების შერიგება. თუ შერიგებას ჩვენ ვიწყებთ პოლიტიკოსებიდან, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის შერიგებით ეს რთული იქნება. ჩემი აზრით, ჩვენ ქვემოდან უნდა დავიწყოთ და პრეზიდენტმა თავისი ნაბიჯი ეფექტურად უნდა გადადგას. მან ბევრჯერ ილაპარაკა შერიგების შესახებ, მაგრამ ახლა უნდა მოაყოლოს საქმეც, სულ მცირე, პარტიებთან კონსულტაცია იქნება, თუ რაც იქნება, რითაც შერიგებას აპირებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩიას შეფასებით, „შერიგების პროცესი უნდა დაიწყოს ჩვეულებრივი ადამიანების გათავისუფლებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ“.

„რაღაც მექანიზმი გაჩნდეს, რაც ადამიანებს ერთმანეთს დააკავშირებას. ყველაზე ეფექტური ასეთი მექანიზმია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების მექანიზმი. მე არ ვამბობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს. დავიწყოთ შერიგების პროცესი ჩვეულებრივი ადამიანების გამოშვებით, რომლებიც ციხეში არ უნდა ისხდნენ. შემდეგ სად მიგვიყვანს ასეთი შერიგების პროცესი და სწორი ეიფორია ადამიანის გათავისუფლების, ზეიმის, არ ვიცი, მაგრამ ეს ზეიმი პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს, თუ თავისი უფლებამოსილების ეფექტურად გამოყენება უნდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, ოპოზიცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ სააკაშვილისა და გვარამიას შეწყალებას ითხოვს, ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ყველაფერი უცბად და ერთდროულად არ გამოდის“.

„ჩვენ პროცესი უნდა დავიწყოთ, ვაჩვენოთ, რომ იწყება საზოგადოების შერიგების პროცესი და არა პოლიტიკოსების შერიგების, რომლებიც ხვალ ისევ იჩხუბებენ“, – დასძინა იაგო ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა