ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თეა წულუკიანი - ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპონენტების რეალურ სახეს

ნახვები: 482 თეა წულუკიანი - ელექტრონული არჩევნების ინიციატივა სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას, კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპონენტების რეალურ სახეს

საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დაინერგვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას მიესალმება.

წულუკიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას.

„ჩემივე პოლიტიკური გუნდისგან თუ ყოფილა ბოლო დროს რაიმე ინიციატივა, ხმამაღლა და გულწრფელად მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ის ინიციატივა, რომელიც სხვა ინიციატივებს შორის ყველაზე მეტად მახარებს და მივესალმები. ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მუშაობიდან დაწყებული, ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ახალ ტექნოლოგიებში დაწინაურებულია, რომ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს აქვთ ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, თუ იქნება შესაბამისი სამართლებრივი უზრუნველყოფა და გატარდება საკანონმდებლო რეფორმა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას შეძლებოდა ელექტრონული არჩევნების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში, რასაკვირველია, იმ ძალიან დიდი რისკის დაზღვევით, რისი უნარიც ასევე გვაქვს, რაც უკავშირდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას ჯერ კიდევ ოკუპირებულ ქვეყანაში.

ამ რისკების დაზღვევა ჩვენ შეგვიძლია, რადგან უკვე ძლიერი სახელმწიფო ვართ. ჩვენ ასევე გვაქვს ტექნიკური და ტექნოლოგიური შესაძლებლობა, ვინაიდან საკანონმდებლო უზრუნველყოფის ინიციატივა უკვე არსებობს, ეს შევძლოთ და ძალიან მოხარული ვარ ამ ინიციატივის გამო. ერთხელ და სამუდამოდ ეს დაასრულებს იმ ცრუ რიტორიკას, რომელიც ეხება თითქოსდა არჩევნების არასათანადოდ ჩატარებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი ოპონენტების რეალურ სახეს, რომლებიც არჩევნები ერთია და რამდენჯერმე ცრუობენ ხოლმე, თითქოს ხალხის ნება სათანადოდ არ იქნა ასახული. ეს არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი და მინდა, ჩვენს გუნდს პარლამენტში და საკანონმდებლო ორგანოს ამ რეფორმის გზაზე დიდი წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა