ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის შერჩევას ვინც ემიჯნება, შესაძლოა, მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანი პროცესიდან გაქცევა დაახლოებით იგივეა, რაც ბრძოლის ველიდან გაქცევა

ნახვები: 487 მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის შერჩევას ვინც ემიჯნება, შესაძლოა, მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანი პროცესიდან გაქცევა დაახლოებით იგივეა, რაც ბრძოლის ველიდან გაქცევა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ბოიკოტს უცხადებს სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ პროცესს შესაძლოა, შემდეგში მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესიდან გაქცევა ბრძოლის ველიდან გაქცევის ტოლფასია.

„ინკლუზიური პროცესი უკვე არის, მაგრამ რა ვუყოთ იმ ადამიანებს, ვისაც უბრალოდ სურვილი არ აქვთ, რომ ამ პროცესში იყვნენ ჩართულნი და ვისაც ურჩევნია, იყოს ჩასაფრებულის მდგომარეობაში, იყოს იმის გულშემატკივარი, რომ პროცესები ცუდად მიმდინარეობდეს. ამაში ხედავენ საკუთარ შესაძლებლობას, დრო იხელთონ და პროცესებით ხელი მოითბონ. ბოიკოტს უცხადებენ პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ არა მხოლოდ ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცოტა ფრთხილად ბედავდნენ პროცესის მხარდაჭერას და ჩართულობას. მიუხედავად ამისა, პროცესი მიმდინარეობს. შესაძლოა, შემდეგ მეტად სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდეს ხალხი, ვინც ამ პროცესებს ემიჯნება და ცდილობს, პასუხისმგებლობა არ აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული რეკომენდაციები მათაც ავალდებულებს, მეტი პასუხისმგებლობით იყოს გამსჭვალული თითოეული მათი განცხადება, დამოკიდებულება. როდესაც ისეთ პროცესებზე გვაქვს საუბარი, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ოპოზიცია უნდა იყოს ჩართული, ასეთ დროს პროცესიდან გაქცევა დაახლოებით იგივეა, რაც ბრძოლის ველიდან გაქცევა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას, კითხვაზე, „ვაშაძის განცხადების მიზანი დანარჩენი ოპოზიციის ბულინგი ხომ არ არის“, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ შესაძლოა, ამისი სურვილი ჰქონდეს, თუმცა არ ჰგონია, რომ განხორციელებადი იყოს.

„შეიძლება, მას ასეთი სურვილი ჰქონდეს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი ტიპის მცდელობები წარმატების პრეტენზიის მქონე იყოს. შესაძლოა, ეს უნდოდეს, მაგრამ რეალურად, არ მგონია, განხორციელებადი იყოს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა