ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

ნახვები: 492 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები და ხდება უფრო მრავალფეროვანი, მოიცავს უფრო მეტ ალტერნატივას, რაც მეტ პირს მისცემს შესაძლებლობას, ამ სტატუსით სკოლაში დასაქმდეს.

„ფართოვდება სპეციალური მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები, რაც ზრდის სპეციალურ მასწავლებლად დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას. ცვლილების შესაბამისად, სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს“, – განაცხადა მომხსენებელმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი საშუალებას აძლევს იმ სპეციალისტებს, რომლებიც 2018 წლის 10 აგვისტომდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული იყვნენ ინკლუზიური განათლების მიმართულებით და ვერ აკმაყოფილებდნენ სპეციალური მასწავლებლისთვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, დარჩნენ სისტემაში და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდის ჩაბარების გზით, კვალიფიკაცია დაადასტურონ 2025 წლის პირველ იანვრამდე.

კანონპროექტით ზუსტდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტება და შესაბამისობაში მოდის მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

კანონპროექტის გარდამავალი დებულების მიხედვით, 2024 წლის პირველ იანვრამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს სპეციალური განათლების მაგისტრისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავება და დამტკიცება, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ შესაძლებლობა, განახორციელონ სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის დაძლევის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან შესაბამისი გამოცდის ჩაბარება, შესაბამის უმაღლეს განათლებასთან ერთად, დადგენილია სპეციალური მასწავლებლის განათლებისათვის განსაზღვრულ ერთ-ერთ მოთხოვნად.

კომიტეტმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა