ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანია, წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს, მომავალმა ომბუდსმენმა ასე პრინციპულად უნდა გააგრძელოს პროცესი

ნახვები: 493 ანა ნაცვლიშვილი - მნიშვნელოვანია, წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს, მომავალმა ომბუდსმენმა ასე პრინციპულად უნდა გააგრძელოს პროცესი

„ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არსებითი საკითხია არა სახალხო დამცველის შერჩევის წესი, არამედ, რამდენად მზად არის ხელისუფლება ისეთი სახალხო დამცველის ასარჩევად, რომელიც იმუშავებს ქვეყანაში არსებულ არაერთ პრობლემაზე.

ნაცვლიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს და მომავალმა სახალხო დამცველმაც ასე პრინციპულად გააგრძელოს საქმიანობა.

„სახალხო დამცველის შერჩევისას წესი არ არის არსებითი საკითხი, არსებითი საკითხია, მზად არის თუ არა ხელისუფლება, მიიღოს ისეთი სახალხო დამცველი, რომელიც არ იქნება მისი მაქებარი, დითირამბების მომღერალი და რომელიც იმუშავებს ქვეყანაში არსებულ არაერთ პრობლემაზე, რაც მისი დანიშნულებაა. ვიდრე ხელისუფლება არ გაიაზრებს, რომ სახალხო დამცველი არ არის ძიძა, არამედ არის მოქალაქეების მთავარი გვერდში მდგომი, რომელმაც ისინი ხელისუფლების უკანონობისგან უნდა დაიცვას, სამყაროში სხვა წესი არ არსებობს, რომელიც დააზღვევს ხელისუფლების არასწორ მოქმედებებს ამ გააზრების გარეშე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინა სახალხო დამცველების მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტი არ დაეცეს და მომავალმა ასე პრინციპულად უნდა გააგრძელოს პროცესი. კანდიდატებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება ძლიერმა კანდიდატებმა მიიღონ მონაწილეობა, რადგან ამის გარეშე ეს პროცესი ვერ შედგება“, – განუცხადა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა