ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

უნგრეთში აცხადებენ, რომ მთავრობა პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიასთან დაპირისპირების დასასრულებლად და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის გასახსნელად

ნახვები: 482 უნგრეთში აცხადებენ, რომ მთავრობა პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიასთან დაპირისპირების დასასრულებლად და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის გასახსნელად

უნგრეთის მთავრობა პარლამენტს მომავალ კვირას წარუდგენს საკანონმდებლო ცვლილებებს ევროკომისიასთან დაპირისპირების დასასრულებლად და ევროკავშირის ფონდებზე წვდომის გასახსნელად. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიასმა განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მიმართავს პარლამენტს, დაჩქარებული წესით დაამტკიცოს კანონპროექტები. გეგმის მიხედვით, ახალი კანონები ნოემბერში უნდა შევიდეს ძალაში.

ევროკომისია პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობას ქვეყანაში კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრაში სდებს ბრალს, რის გამოც ევროკომისიამ ბუდაპეშტს პოსტპანდემიური ეკონომიკის აღსადგენად გათვალისწინებულ 6-მილიარდ ევროიან ფონზე წვდომა დაუბლოკა.

ამას გარდა, როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ევროკომისიამ შესაძლოა ევროკავშირის საბჭოსთვის გასცეს რეკომენდაცია უნგრეთისთვის საერთო ბიუჯეტიდან მილიარდობით ევროს გამოყოფის შეჩერებაზე კორუფციასთან დაკაშირებული პრობლემების გამო.

ევროკავშირის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, უნგრეთში 2015-2019 წლებში ევროკავშირის სახსრების დახარჯვის დროს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი დარღვევა გამოვლინდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა