ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის მისამართით ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია

ნახვები: 484 აზერბაიჯანის საგარეო უწყება - აზერბაიჯანის მისამართით ნენსი პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები მიუღებელია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნენსი პელოსის განცხადებას პასუხობს.

„პელოსის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდებები აზერბაიჯანის მისამართით მიუღებელია“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 12-13 სექტემბრის ღამეს პირობით, არადელიმიტირებულ საზღვარზე მომხდარი ინციდენტი არის სომხეთის მასშტაბური სამხედრო პროვოკაცია აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა აღკვეთეს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაცულია და სიტუაციის ესკალაცია აღკვეთილია, ხოლო რეგიონში ვითარების გამწვავებასა და ფართომასშტაბიან პროვოკაციაზე მთელი პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება.

„ზოგადად, პელოსი ცნობილია როგორც პროსომხური პოლიტიკოსი და მის დელეგაციაში კონგრესის პროსომხური წევრების ყოფნა ამის დასტურია. კონგრესის შუალედური არჩევნების პერიოდის მოახლოების გათვალისწინებით, პელოსი ამ ვიზიტს თავისი შიდა პოლიტიკური დღის წესრიგისთვის და აშშ-ში სომხური ლობისტური წრეების მხარდაჭერის მოსაპოვებლად იყენებს. აშშ-ის შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან, პოლიტიკური ინტრიგებისა და ინტერესების ლობირების სომხეთის მეშვეობით სამხრეთ კავკასიის რეგიონში გადატანა, დაუშვებელია“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო უწყების განმარტებით, ნენსი პელოსის მიერ ერევანში გაკეთებული განცხადება უნდა ჩაითვალოს „სომხური პროპაგანდის საფუძველზე გაკეთებულ განცხადებად, რაც სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებზე“.

სამინისტროს განცხადებით, „ასეთი ცალმხრივი ნაბიჯები და უსაფუძვლო განცხადებები ემსახურება რეგიონში არა მყიფე მშვიდობის განმტკიცებას, არამედ, პირიქით, დაძაბულობის ესკალაციას“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა