მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

დავით უსუფაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა, მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს იყოს დამოკიდებული ერთ პარტიაზე, წინსვლას ვინც ფეხს აუწყობს, ის იქნება გამარჯვებულიც

ნახვები: 461 დავით უსუფაშვილი - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა, მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს იყოს დამოკიდებული ერთ პარტიაზე, წინსვლას ვინც ფეხს აუწყობს, ის იქნება გამარჯვებულიც

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის შეფასებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა.

როგორც უსუფაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე საუბრისას აცხადებს, პარტიის ლიდერები კრიზისებს თავად გაუმკლავდებიან.

მისივე თქმით, მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს იყოს დამოკიდებული რომელიმე ერთ პარტიაზე.

„ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმები დააგვიანა. 2012 წლიდან დღემდე შესაძლებელი იყო სერიოზული და საჭირო ცვლილებები. ალბათ, ამ კრიზისებს პარტიის ლიდერები თავად გაუმკლავდებიან. მრავალპარტიულობა იმით არის კარგი, რომ ქვეყანა არასოდეს არ იყოს ჩამოკიდებული და დამოკიდებული რომელიმე ერთ პარტიაზე, ამ წინსვლას ვინც ფეხს აუწყობს და ხელს შეუწყობს, ის იქნება წარმატებულიც და გამარჯვებულიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა