მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ავსტრიის ელჩი - დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები

ნახვები: 437 ავსტრიის ელჩი - დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები

დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა.

თომას მიულმანის თქმით, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, სათანადოდ უნდა დაფასდეს.

„ივნისში ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით. ეს სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული. ეს ისტორია. ევროკომისიამ გაწერა თორმეტი პირობა შესასრულებლად, რათა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი კანდიდატობის სტატუსისკენ. ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ეს თორმეტი პირობა“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ „ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის მისწრაფებას მიაღწიოს ევროპულ სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა