ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

პაველ ჰერჩინსკი - ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი

ნახვები: 475 პაველ ჰერჩინსკი - ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი

მიუღებლად მიგვაჩნია ალექსნადრ ლუკაშენკოს ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის მთავრობის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, რა რეაგირება უნდ აჰქონდეს ამ უპრეცედენტო ვიზიტზე.

„მინდა, დავადასტურო ევროკავშირის პოზიცია, რომელიც არის მკაფიო – ევროკავშირი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ე.წ. პრეზიდენტის ამ ვიზიტს, რადგან ლუკაშენკო არ არის ბელარუსის ლეგიტიმური პრეზიდენტი. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენ მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ვიზიტის განხორციელება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, თუმცა საქართველოს რეაგირება არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი“, – განაცხადა ელჩმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა