ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ირაკლი ზარქუა - გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქის მოსახლეობისთვის

ნახვები: 491 ირაკლი ზარქუა - გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქის მოსახლეობისთვის

გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ბუნებრივია, ეს მეტ გამოწვევას ქმნის დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ფრიდონ ინჯიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

ზარქუას თქმით, გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით მერია აქტიურად მუშაობს.

„ბატონო ფრიდონ, მესმის თქვენი შეშფოთება. ეს გამოწვევაა დედაქალაქისთვის, სწორედ ამასთან დაკავშირებით ბატონ მერს ჰქონდა ბრიფინგი, სადაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა და ამბობს, რომ დიახ, ეს გამოწვევაა, ბევრი მანქანა გამოწვევაა ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის ბევრი არის, რომელიც არ შეესაბამება სტანდარტებს. ამიტომაც, არის ქალბატონი მაია ბითაძის ხელმძღვანელობით ჯგუფი შექმნილი. გადატვირთულ მოძრაობასთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტებიც მიმდინარეობს, ახალი გზები იგება, კომუნიკაციები იცვლება, ბუნებრივია, ეს კიდევ უფრო მეტ გამოწვევებს და პრობლემებს ქმნის ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობისთვის. რაც შეეხება დაგეგმარებას, აქ არ არის მხოლოდ კახი კალაძის, ურბანული სამსახურის ან სატრანსპორტოს საკითხი, აქ არის ჩართული ფრანგული კომპანია „სისტრა“, რომელიც არის მსოფლიოში აღიარებული. მათი რეკომენდაციით, მათი ჩართულობით ხდება ამ სატრანსპორტო ნაკადების მართვა. გამოწვევა ნამდვილად არის და ამასთან დაკავშირებით ბატონი მერიც და მთელი მერია მუშაობს“, – განაცხადა ზარქუამ.

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდა.

„რაღაც უნდა ვიფიქროთ, რაღაც უნდა გავაკეთოთ. ან წყვილ დღეებში წყვილციფრიანი ნომრებით მანქანამ იმოძრაოს. ამის ირგვლივ არაფერი კეთდება. ვაყენებთ „სვეტაფორებს“ და ეს „სვეტაფორები“ მუშაობს მთელი ღამის განმავლობაში. გავამახვილოთ ყურადღება და რაღაც ჯგუფი შეიქმნას, რომელიც გააკეთებს ოპტიმიზაციას, სადაც ჩაერთვება ის ხალხი, რომელმაც იციან ტრანსპორტის მოძრაობის საკითხები, ეკოლოგია და ქალაქის დაგეგმარება. თუ რაღაც არ მოვიფიქრეთ, უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, – აღნიშნა ინჯიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა