მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ოლექსი რეზნიკოვი:დაიცავით ცა უკრაინის თავზეეს დაიცავს ევროპის მომავალს

ნახვები: 562 ოლექსი რეზნიკოვი:დაიცავით ცა უკრაინის თავზეეს დაიცავს ევროპის მომავალს

ჩვენი სიმამაცე არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენი დედაქალაქის შუაგულს ხვდებიან , - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი „ტვიტერზე“ წერს.

„ეს რაკეტები ვერც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევად ანადგურებენ, არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი“, - წერს რეზნიკოვი.

მისი თქმით, რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება.

„რუსეთის სარაკეტო ტერორზე საუკეთესო პასუხი არის უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდება - დაიცავით ცა უკრაინის თავზე! ეს დაიცავს ჩვენ ქალაქებს და ჩვენ ხალხს. ეს დაიცავს ევროპის მომავალს. ბოროტება უნდა დაისაჯოს“, - წერს მინისტრი.

მისი თქმით, სარაკეტო დარტყმები ომის დანაშაულია და სარაკეტო ტერორისტები უნდა დაისაჯონ.

„ჩვენი მტერი თვლის, რომ სარაკეტო დარტყმები დაშინების ეფექტური საშუალებაა. ასე არ არის. რაკეტები ომის დანაშაულებია. მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან და შავდებიან. უკრაინამ, ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით, უნდა დასაჯოს სარაკეტო ტერორისტები და ის ამას გააკეთებს“, - წერს მინისტრი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა