მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სერგეი რიაბკოვი - აშშ-სა და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის, იმედი გვაქვს, ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას

ნახვები: 418 სერგეი რიაბკოვი - აშშ-სა და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის, იმედი გვაქვს, ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი აშშ-ს აფრთხილებს, რომ აშშ-სა და ევროპის უკრაინის კონფლიქტში ჩართულობის გამო, რუსეთს მოუწევს საპასუხო ზომების მიღება.

როგორც რიაბკოვი აცხადებს, დასავლეთის მხრიდან კიევის სამხედრო დახმარება, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა ალიანსის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე, უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გადაცემა, თანამგზავრული სურათების რეალურ დროში მიწოდება, საარტილერიო დარტყმების სამიზნეების დადგენა და ოპერაციების დაგეგმვა, სულ უფრო მეტად ჩართულს ხდის დასავლეთის ქვეყნებს კონფლიქტში.

„თვალსაჩინოა, რომ აშშ-თან და ნატო-სთან პირდაპირი დაპირისპირება რუსეთის ინტერესებში არ შედის. ვაფრთხილებთ და იმედი გვაქვს, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ არაკონტროლირებადი ესკალაციის საშიშროებას“, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა.

აშშ უკრაინის კონფლიქტის მონაწილეობაში დაადანაშაულა აშშ-ში რუსეთის ელჩმაც. ანატოლი ანტონოვის თქმით, ამაზე მიუთითებს ის, რომ ვაშინგტონი უკრაინის თანამედროვე შეიარაღებით მომარაგებას განაგრძობს.

„აშშ-ის ხელმძღვანელობის განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ აპირებს, გააგრძელოს ზელენსკის მხარდაჭერა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებით, მოსკოვის მხრიდან აღიქმება, როგორც იმ ფაქტის დადასტურება, რომ ვაშინგტონს კონფლიქტის მონაწილის სტატუსი აქვს“, – განაცხადა ანატონოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა