მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დიმიტრი პესკოვი:ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს

ნახვები: 736 დიმიტრი პესკოვი:ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს

კრემლი ყურადღებით დააკვირდება ყველაფერს, რაც კიევისთვის იარაღის შემდგომ მიწოდებას ეხება და „დიდი შვიდეულის” სამიტიდან მოსალოდნელია დაპირისპირების გაგრძელება , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„კიევისთვის იარაღის შემდგომი მიწოდება, ფაქტობრივად, უკვე საკმაოდ ფართოდ გამოაცხადა სხვადასხვა ქვეყანამ, ამიტომ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით დავაკვირდებით ყველაფერს", - განაცხადა პესკოვმა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ელის კრემლი „დიდი შვიდეულის“ სამიტიდან და როგორი იქნება რეაქცია, თუ მხარეები შეთანხმდებიან კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე.

„სამიტის წინა განწყობა ჩვენთვის გასაგებია, კონფრონტაცია გაგრძელდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის მოწვევის აუცილებლობაზე, რომელიც ვირტუალურ რეჟიმში ჩატარდება, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ, რუსული ძალების მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასობრივი სარაკეტო თავდასხმის შემდეგ შეთანხმდნენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა