სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

რუსული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული

ნახვები: 498 რუსული მედიის ცნობით, ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული

ყირიმის ხიდზე მომხდარი აფეთქების სისხლის სამართლის საქმეზე რვა ადამიანია დაკავებული. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხიდზე აფეთქება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერაა ორგანიზებული.

„დადგინდა, რომ ყირიმის ხიდზე ტერაქტის ორგანიზატორი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და მისი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვია, ასევე მისი თანამშრომლები და აგენტურა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სამშენებლო პოლიეთილენის შეფუთვაში იყო შენიღბული და მისი საერთო 22 770 კილოგრამი იყო. აგვისტოს დასაწყისში ტვირთი ოდესის პორტიდან ბულგარეთში, რუსში იქნა გაგზავნილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტვირთის გადაზიდვაში ბულგარეთიდან ფოთის პორტში, შემდეგ კი სომხეთში ჩართულები იყვნენ უკრაინის, საქართველოსა და სომხეთის სამი მოქალაქე.

საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო ავტომობილით ტვირთმა საქართველო-რუსეთის საზღვარი ლარსის გავლით 4 ოქტომბერს გადაკვეთა და ტვირთი 6 ოქტომბერს არმავირის ბაზაზე ჩამოტვირთეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა