მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გერმანიის შს მინისტრი - სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ ბლოკში გაწევრიანება სურს

ნახვები: 377 გერმანიის შს მინისტრი - სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ ბლოკში გაწევრიანება სურს

სერბეთი უნდა მოერგოს ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, თუ მას ბლოკში გაწევრიანება სურს, – სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფაიზერმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ვიმედოვნებ, რომ სერბეთი ახლა სწრაფად მოქმედებს. ევროკავშირის წევრობისთვის არის კრიტერიუმები და ამის ნაწილია საერთო სავიზო პოლიტიკა“, – განაცხადა მინისტრმა.

სერბეთს უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი და ტუნისი. სერბეთში ჩასული მიგრანტები შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ.

ნენსი ფაიზერის თქმით, სერბეთის სავიზო პოლიტიკის საკითხს ის მომავალ კვირას ბერლინში დაგეგმილ დასავლეთ ბალკანეთის კონფერენციაზე დააყენებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა