მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ილია მეორე - გული არ უნდა გაგვიტყდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება

ნახვები: 746 ილია მეორე - გული არ უნდა გაგვიტყდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გავძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გავძლევს ძალას, ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პატრიარქმა მორწმუნეები დალოცა.

„მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაულია, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აგვავსებს სიყვარულითა, არასოდეს შეგვეშინდეს, არ უნდა გაგვიტყდეს გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ.

გულითადად მივესალმები ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც დღეს აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა