სააკაშვილი: კამათი იმაზე, უნდა შევსულიყავით თუ არა პარლამენტში ან მივიღოთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, არსებითად უსაგნოა
ტრამპი: უკრაინის დარტყმები რუსეთის ენერგეტიკაზე ძალიან სერიოზული დარტყმაა რუსეთისთვის
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრის შემდეგ: აშშ-სა და უკრაინას სურთ, ომი ზამთრამდე დასრულდეს
ნოროვირუსის შემთხვევების გამოვლენის შემდეგ თბილისის საბავშვო ბაღები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ
გოგნის ტყე: ვიკამათოთ ფაქტებით
France to srengthen Ukraine’s air defense with radars, interceptor missiles — Macron
FM Sybiha criticizes Budapest’s stance on Ukraine, says Orbán has gone, but his policies thriving
Zelensky meets with U.S. senators to discuss sanctions, anti-ballistic protection

ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილის წერილის შინაარსი ძალიან ჰგავს ეპისტოლარულ ჟანრს

ნახვები: 691 ანა ნაცვლიშვილი - შალვა პაპუაშვილის წერილის შინაარსი ძალიან ჰგავს ეპისტოლარულ ჟანრს

პაპუაშვილი რომ წერილში გულდასმით იხსენებს სააკაშვილის დროინდელ უფლებადარღვევებს და სტრასბურგის გადაწყვეტილებებს, მათ შორის გირგვლიანის საქმეს, ვეკითხები მათ - გირგვლიანის საქმის მოსამართლე დღეს ხელმეორედ ხომ არ შეაბრძანა იუსტიციის საბჭოში კლანმა ზარ-ზეიმით, „ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის შალვა პაპუაშვილის წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, წერილის შინაარსი ძალიან ჰგავს ეპისტოლარულ ჟანრს.

„წერილის შინაარსი ძალიან ჰგავს ეპისტოლარულ ჟანრს, რომლის ავტორიც ვიცით, ვინ არის ამ ქვეყანაში - ივანიშვილი. მისი ლექსიკის და ლოგიკის მიხედვით არის შედგენილი ეს წერილი, არ ვიცი, კონკრეტულად ვინ დაწერა, შალვა პაპუაშვილის ხელმოწერა კი ვნახე და ძალიან მძიმე წასაკითხია. ის ამ შემთხვევაში იქცევა როგორც ერთი კონკრეტული პარტიის სპიკერი, რაც მას ხშირად ემართება ხოლმე. კითხვა მაქვს მასთან - საკუთარ თანაპარტიელებთან, რომლებიც ამ დელეგაციაში მონაწილეობდნენ და იქ პარტიის ინტერესებს იცავდნენ, გამოდის, რომ პაპუაშვილი ორიანს უწერს "ქართული ოცნების" დეპუტაციას, რადგან მას დასჭირდა ამ ტიპის სამარცხვინო შინაარსის წერილის მიწერა?

რამდენიც არ უნდა აბაკუნონ ფეხები და იძახონ, რომ ამას არ აღიარებენ, მათ მიერ რეფორმირებული სასამართლოს მიმართ ნდობა არავის აქვს დასავლეთში. ამ წერილში რომ თავმოწონებით და გულდასმით იხსენებდა პაპუაშვილი სააკაშვილის დროინდელ უფლებათა დარღვევებს, რომელი სისტემური უფლებადარღვევა აღმოფხვრა "ქართულმა ოცნებამ"? ვეკითხები მათ - სტრასბურგის იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით , რომელიც ამ უფლებადარღვევებზე იქნა გამოტანილი და ერთ- ერთია გირგვლიანის საქმე, რომელი საკითხი გამოასწორა ამ ხელისუფლებამ, გირგვლიანის მოსამართლე, ცნობილი, მურუსიძე დღეს, ხელმეორედ ხომ არ შეაბრძანა ზარ- ზეიმით "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე კლანმა იუსტიციის საბჭოში?!" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძის და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევით ნათლად დადასტურდა ის ბრალდება, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს და ევროინტეგრაციის გზაზე ეს დიდი დაბრკოლება იქნება ქვეყნისთვის.

„ეს არის „თეთრი ხელთათმანი", რომელიც კლანმა ისროლა და რომლითაც ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას, რადგან სწორედ სასამართლო რეფორმის არგატარების, კლანური სისტემით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის გამო საქართველოს მოსახლეობა ერთხელ უკვე მძიმედ დაზარალდა, როცა ხელისუფლებისა და კლანისგან ამ უმსგავსო ნაბიჯების გადადგმის გამო, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ მიიღეს 75 მილიონ ევროიანი დახმარება. ახლა, როცა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა და 12 რეკომენდაციიდან ყველაზე მწვავე საკითხი ეს არის, კლანური მმართველობის კიდევ უფრო მკაფიო დემონსტრირება იქნება ძალიან დიდი დაბრკოლება საქართველოს წარმატებული ევროინტეგრაციისთვის,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა