Two civilians killed and 13 wounded in Donetsk region in 24 hours from Russian shelling
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day
NATO alone to decide on Ukraine’s membership, Canada’s FM says
Collapse of Rosneft's revenues threatens related sectors of Russia's economy – intelligence
Court sentences Russian agent who helped Russian forces advance in Pokrovsk to 15 years in prison
Turkish expert: global drone production relies on Ukraine’s experience
Zelensky announces new partner contributions under PURL mechanism
Zelensky: Ukraine ready to continue negotiations in US after American delegation’s visit to Moscow

ირაკლი ღარიბაშვილი:ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ

24.10.2022 ნახვები: 610

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა აკავშირებთ.

როგორც მან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებას, უკრაინაში მიმდინარე ომს და სამშვიდობო პოლიტიკას.

მისი თქმით, რაც უკრაინაში ხდება, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე, თქვენს ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი განუზომელია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში, ჩვენი მეგობრობისა და ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მართლაც უნიკალური ურთიერთობა და უნიკალური მეგობრობა არსებობს. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არსებული მაღალი დონის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნების საკეთილდღეოდ.

დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ძლიერ პარტნიორობას და თანამშრომლობას ეხება. ასევე მიმოვიხილეთ მსოფლიოში არსებული რთული ვითარება, მიმდინარე პროცესები, შევეხეთ რეგიონში არსებულ ვითარებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, მოლაპარაკების გზით უნდა დარეგულირდეს. ასევე მინდა ვთქვა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, რომელი არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის განვითარების და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის.

ჩვენ ასევე შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე,ეს ჩვენ დიდ იმედს გვაძლევს.

მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველო, პირადად მე და ჩვენი მთავრობა სრულ მზადყოფნას აცხადებს, რომ გავაგრძელოთ და ხელი შევუწყოთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. მჯერა, რომ ერთად კიდევ ბევრ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ“,-განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა