მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

დიმიტრი გვრიტიშვილი - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? - ახლა გეკითხებით, სად არის "კლანი", სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?

ნახვები: 517 დიმიტრი გვრიტიშვილი - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძე-გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს? - ახლა გეკითხებით, სად არის "კლანი", სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?

ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის აბსოლუტურად გაუგებარია როგორ შეიძლება, ორი მოსამართლე წევრის არჩევას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოჰყვეს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხება - ვინმეს ძალიან უნდა საქართველოს მიღება ევროკავშირში და მურუსიძისა და გვრიტიშვილის არჩევა აბრკოლებს?! სერიოზულად განიხილავთ ამას ?!- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან, ამასთან, არასამთავრობო სექტორი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ე.წ. „კლანი“ სწორედ არასამთავრობო სექტორში მოქმედებს და არა სასამართლოში.

„ჩემთვის არასამთავრობო სექტორი არის აბსოლუტურად პოლიტიზებული სუბიექტების ერთობა, მართლაც კლანური პრინციპით ფორმირებული, იმიტომ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში განსხვავებულ აზრს მათგან ვერ ვისმენ. გურუსავით არის ერთი ადამიანი, ეკა გიგაური, რომელიც ღაღადებს ჭეშმარიტებას, სხვა ყველა განსხვავებული აზრის გარეშე უკრავს კვერს. ახლა გეკითხებით, სად არის კლანი, სასამართლოში თუ არასამთავრობო სექტორში?“- განაცხადა გვრიტიშვილმა.

 

მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე წევრად დაბრუნების საკუთარ მოტივაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამხელს ყველას, ვისაც ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის განეიტრალება და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანა სურს.

 

„როგორც ჩვეულებრივი მოსამართლე ხმას ვერ ვიღებდი, როგორც საბჭოს წევრი, როგორც მოსამართლეთა წარმომადგენელი, ჩემი ამ სტატუსიდან გამომდინარე ჩემი სამომავლო გეგმა და სამომავლო მიმართულება იქნება, ღიად ვისაუბრო. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, უმნიშვნელოვანესი ინსტიტუცია, ტოვებენ თამაშგარე, ანულირება კეთდება ამ ინსტიტუციის და ხდება ინდივიდუალურ მოსამართლეებთან არაჯანსაღი კომუნიკაცია ანუ არის მცდელობა სასამართლო კორპუსში დაყოფა მოხდეს კარგ მოსამართლეებად, პროფესიონალებად და კეთილსინდისიერებად და მეორე მხრივ, მოსამართლეების ე.წ.შავი სიის შედგენა, რომლებიც სისტემას უნდა მოშორდნენ. პირველ რიგში, ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ ფაქტებით, მტკიცებულებებით. მოხდება ყველა იმ სუბიექტის გამოაშკარავება, ვინც მიზანმიმართულად გეგმავს და ცდილობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განეიტრალებას, მის თამაშგარე დატოვებას და სასამართლო კორპუსში განხეთქილების შეტანას იმ კუთხით, რომ არაჯანსაღ კომუნიკაციას ამყარებს ცალკეულ მოსამართლეებთან“,- განაცხადა გვრიტიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა