მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

"ხელს ნუ ურტყამთ ბატონო მიხეილ, სკოლაში არ ხართ..." - სამნიძე სარჯველაძის დაპირისპირება

ნახვები: 430 "ხელს ნუ ურტყამთ ბატონო მიხეილ, სკოლაში არ ხართ..." - სამნიძე სარჯველაძის დაპირისპირება

მორიგი დაპირისპირება საკომიტოტო დარბაზში დაიწყო მას შემდეგ, რაც ხათუნა სამნიძემ ეკა სეფაშვილის მიერ რეგლამენტის წესების დარღვევა გააპროტესტა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატებს შორის და იმ დონემდე გაგრძელდა, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საკუთარი გაბრაზება მაგიდაზე ხელების დარტყმით გამოხატა, რის შედმეგაც მას ბოდიშს მოხდაც მოუწია. 

თუმცა დაპირისპირება ამით არ დასრულებულა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ შესვენების შემდეგ დარბაზში დაბრუნებულმა ნატო ჩხეიძემ მიხეილ სარჯველაძეს ზარი მიუტანა, იმის ნიშნად, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს მაგიდაზე ხელები აღარ ებრახუნებინა.

ხელს ნუ ურტყამთ ბატონო მიხეილ, სკოლაში არ ხართ და არც ჩემი მასწავლებელი ხართ, დამრიგებელი, რომელიც არ კადრულობდა ამას, რაც ახლა იკადრეთ თქვენ“. - უთხრა სამნიძემ სარჯველაძეს.

კომიტეტის თავმჯდომარემ კი სამნიძეს ბოდიში მოუხდა და უთხრა, რომ ეს მისი ყურადღების მისაქცევად გააკეთა.

ღმერთმა დამიფაროს თქვენი მასწავლებელი ვიყო, როგორ გეკადრებათ, აბა ყურადღება სხვანაირად ვერ მივიქციე.
მაპატიეთ თუ ნერვებმა მიმტყუნა და მაგიდაზე ხელის დარტყმით მივიქციე თქვენი ყურადღება“.- უპასუხა მიხეილ სარჯველაძემ.

სხდომაზე დეპუტატები სოფიო დემეტრაშვილს უსმენენ.

სახალხო დამცველის კანიდატებთან გასაუბრება მეორე დღეა დეპუტატების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა