მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ სახელმწიფოს

ნახვები: 431 კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ სახელმწიფოს

კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი 49-ე ადგილზეა. შესაბამის ანგარიშს ამერიკული ორგანიზაცია World Justice Project აქვეყნებს, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს.
2021 წლის ანგარიშთან შედარებით, საქართველოს პოზიცია კანონის უზენაესობის ინდექსის რეიტინგში არ შეცვლილა. ანგარიშში 140 ქვეყანა შეფასებულია რვა მაჩვენებლის მიხედვით, ესენია – სამთავრობო ძალაუფლებების შეზღუდვები, კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, კანონის აღსრულება, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართალი.

რეიტინგში მოწინავე ხუთეული ასე გამოიყურება – დანია, ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, ბოლო ადგილს კი ვენესუელა იკავებს. ამასთან, კანონის უზენაესობის ინდექსით უკრაინა 76-ე ადგილზეა. კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსის მიხედვით, რუსეთი 107-ე ადგილს იკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა