მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე

ნახვები: 458 ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთი მზად არის, იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობის დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე

სომხეთი მზად არის იმუშაოს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის შეთავაზებების საფუძველზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  დაწერა.

„სომხეთი სექტემბრის დასაწყისში დათანხმდა, იმუშაოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების დამყარებაზე რუსეთის მიერ წარმოდგენილი საბაზისო პრინციპებისა და პარამეტრების საფუძველზე და მზად არის, დაადასტუროს ეს სოჭში. ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს თავის შეთავაზებებს“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

31 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოჭში მიემგზავრება, სადაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა