მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კახა კალაძის მისვლის საჭიროება არ არსებობს

ნახვები: 424 გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კახა კალაძის მისვლის საჭიროება არ არსებობს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, თბილისის მერი კახა კალაძე უახლოეს მომავალში თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშით წარდგება და იმის საჭიროება, რომ რიგგარეშე სხდომა დაინიშნოს არ არსებობს.

მისი თქმით, რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ როცა საკრებულოს თავმჯდომარე რიგარეშე სხდომას არ ნიშნავს ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება აქვთ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა და ჩატარებაც მოითხოვონ.

,,რამდენიმე დღის წინ ოპოზიციონერმა კოლეგებმა საკრებულოს მომართეს ერთობლივი წერილით, სადაც ისინი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ, რომლის დღის წესრიგით იქნებოდა გათვალისწინებული თბილისის მერის კახა კალაძის რიგგარეშე ანგარიში. რაც შეეხება თბილისის მერის ანგარიშს, თბილისის მერს უახლოეს მომავალში საკრებულოში წლიური ანგარიშით უწევს წარდგენა. ის საკრებულოში აუცილებლად მოვა და წლიურ ანგარიშს წარადგენს.

რაც შეეხება რიგგარეშე სხდომის დანიშვნას, ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ ზედმეტი პოლიტიკური კონტექსტის შემოტანა სწორი არ იქნება. რეგლამენტით არის გათვალისწინებული, რომ როცა საკრებულოს თავმჯდომარე არ ნიშნავს რიგგარეშე სხდომას, ოპოზიციონერ კოლეგებს უფლებამოსილება აქვთ იმისა, რომ თვითონ დანიშნონ საკრებულოს სხდომა და მოითხოვონ სხდომის ჩატარება. შესაბამისად, იმ სხდომის დანიშვნას არ ვაპირებთ, რომელშიც მონაწილეობის მიღება დაგეგმილი არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, მათ ამის უფლება გააჩნიათ და თუ ამის სურვილი აქვთ თვითონ განახორციელონ აღნიშნული”, - განაცხადა ტყემალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ თბილისის საკრებულოში თბილისის მერი კახა კალაძე დაიბარეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა