ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ბიძინა არის ქველმოქმედი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს - ირაკლი ზარქუა

ნახვები: 471 ბიძინა არის ქველმოქმედი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს არ უნდა შეეხოს. მისი თქმით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ოლიგარქად მხოლოდ ენმ-სთან დაახლოებული ევროპარლამენტარები მიიჩნევენ. 

"დეოლიგარქიზაცია ნიშნავს თუ არა დებიძინიზაციას და არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ეს შტერობა კითხვაა. ამაზე არავინ საუბრობს. ამას კითხულობს ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური პარტნიორი და ამ პარტიის ფასიანი ლობისტია და ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრია. ეს 2 თუ 3 ადამიანი სვამს ამ შეკითხვას და ებრძვის ბიძინას. ბიძინა არის ქველმოქმედი და ის ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს. ის საკუთარი გადაწყვეტილებით პოლიტიკას გაემიჯნა. აქედან გამომდინარე, დეოლიგარქიზაცია მას ვერ შეეხება. ამ რეზოლუციას ღებულობს ევროსაბჭო, რომელშიც არიან ეს სამარცხვინოიები, რომლებიც ჩამოგითვალეთ"- თქვა ზარქუამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა