მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ელენე ხოშტარია ოპოზიციის ერთობაზე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს შესაძლოა, ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეს - არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს

ნახვები: 403 ელენე ხოშტარია ოპოზიციის ერთობაზე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ან სხვა პარტიებს შესაძლოა, ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეს - არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს

“ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა პარტიებს, შესაძლოა, ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეთ - არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს,- ამის შესახებ “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ელენე ხოშტარია ფიქრობს, რომ საბოლოოდ, ყველა მაინც ერთობამდე მივა.

“ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმ განხილვებსა და კრიტიკაში, რაც პარტიებს შორისაა. მხოლოდ ტყუილი ერთობა შეიძლება ჩანდეს გარედან ლამაზად. ჩვენ შევჯერდით. “ნაციონალურ მოძრაობას” ან სხვა პარტიებს შესაძლოა ამ ეტაპზე განსხვავებული ტაქტიკური ხედვა ჰქონდეს. არ მგონია, რომ თავდასხმების დრო იყოს. ვისმენთ ყველა კრიტიკას - მაგალითად, პრაიმერისზეა განსხვავებული მოსაზრებები, რასაც სიამოვნებით მოვისმენთ. მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ყველა მივალთ ერთობამდე”,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა