ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის
ევროკომისია: საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა არ გამართულა
ევროკომისია: 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე უარის თქმა საქართველოს კონსტიტუციურ პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება

ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - დაკავებული არიან იმით, ვის დააფინანსებს კეზერაშვილი - დაუნდობელი ბრძოლაა ოპოზიციის ბანაკში, რომ თავი წარმოაჩინონ „დიდ ევროპელებად“

ნახვები: 473 ირაკლი ქადაგიშვილი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე - დაკავებული არიან იმით, ვის დააფინანსებს კეზერაშვილი - დაუნდობელი ბრძოლაა ოპოზიციის ბანაკში, რომ თავი წარმოაჩინონ „დიდ ევროპელებად“

„ფაქტობრივად, მე-6 თვე სრულდება, რაც 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ვმუშაობთ და გარკვეული ზღვარია აღებული, რომ ამ საშემოდგომო სესიის ბოლოს, ანუ დეკემბრისათვის ყველა ძირითადი კანონპროექტი უკვე მიღებული უნდა ყოფილიყო,’’ - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ რეკომენდაციის შესრულებისთვის პარლამენტი ნაყოფიერად მუშაობს, ხოლო ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს არაფერი გაუკეთებია, გარდა საქართველოს დაზიანების მცდელობისა.

„ვინც ამ პროცესს აკვირდება, ხედავს, რომ პარლამენტი საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობს და ყველა გრაფიკი და შინაარსობრივი მხარეც იქნება შესრულებული. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რადიკალური ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციით იყო დაკავებული და მათი მთავარი მიზანი იყო, რომ რამენაირად, ამ ხელისუფლების პირობებში, მათ შორის ამ 12 რეკომენდაციის შესრულება, არ მომხდარიყო. კონკრეტულად, ამ სამეულის (ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძე) მიზანიც შეიძლება ორ ნაწილად გავყოთ, ერთი - ტაქტიკური მიზანი გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუშალონ საქართველოს წინსვლას, ამ მიმართულებით, სხვა არანაირი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ არ აქვთ. იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ერთი დღე არ უმუშავიათ პარლამენტში და ერთი სიტყვა არ შეუწევიათ რომელიმე კანონის შემუშავებაში. თავიდანვე ბოიკოტში გავიდნენ ამ პროცესებისგან და სადაც ხელი მიუწვდებოდათ, აზიანებდნენ ამ პროცესს. მეორე არის, უკვე შიდა ოპოზიციური, რადიკალური ოპოზიციის შიგნით ატეხილი ორომტრიალი, რაც ეხება იმას, რომ მათ ფაქტობრივად, დაკარგული აქვთ კავშირი ამომრჩეველთან, მათი პოლიტიკური მიზნები არანაირ შესაბამისობაში არ მოდის არც ეროვნულ ინტერესებთან და არც ჩვეულებრივი მოქალაქის ინტერესებთან და ძირითადად დაკავებული არიან, დაშლის პროცესში მყოფი დასუსტებული “ნაციონალური მოძრაობის” მემკვიდრეობას ვინ შეითავსებს და განსაკუთრებით, ოლიგარქიული დაფინანსების წყაროები, რომლითაც “ნაციონალური მოძრაობა” და მისი პროპაგანდისტული მანქანა იკვებებოდა, ვის შეხვდება და ვის დააფინანსებს კეზერაშვილი თუ ა.შ. აქედან გამომდინარე არის ატეხილი ეს ძალიან მძიმე და დაუნდობელი ბრძოლა ოპოზიციის ბანაკში და თავი რომ უკეთესად წარმოაჩინონ და უფრო დიდი პატრიოტებად და ,,დიდი ევროპელებად“’, ამიტომ მაქსიმალურად აკეთებენ ყველაფერს, რომ ყველა კარზე დააბეზღონ საქართველო, რათა საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და მათი აზრი ასეთია, რომ ამის შემდეგ იქნებ ხალხში უკმაყოფილება აგორდეს და რამენაირად ხელისუფლების სათავეში მოექცნენ,’’ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა