ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

თბილისში ერთ-ერთ ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა

ნახვები: 487 თბილისში ერთ-ერთ ხიდს გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ავრცელებს.

საკრებულოს სხდომაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებაზე იმსჯელეს და წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისში მდებარე რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ახალი სახელი დაერქვა.

საკითხები სხდომაზე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.

 

კერძოდ:

ჩუღურეთის რაიონში, ჩუღურეთის ხიდს მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელი მიენიჭა.

ჩუღურეთის რაიონში, ჭოროხის ქუჩას ფოლკლორისტის, ანზორ ერქომაიშვილის სახელი მიენიჭა.

მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და ერთ შესახვევს რეჟისორისა და მხატვრის, რევაზ გაბრიაძის სახელი მიენიჭა.

ჩუღურეთის რაიონში, ვლადიმერ კანკავას ქუჩას კომპოზიტორის, გომარ სიხარულიძის სახელი მიენიჭა.

ჩუღურეთის რაიონში, გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის, კუკური ჭოხონელიძის ქუჩის სახელი მიენიჭა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთს და იორის შესახვევის მონაკვეთს არქიტექტორის, გიგა ბათიაშვილის სახელი მიენიჭა.

დიდუბის რაიონში, გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს მომღერლის და მუსიკოსის, ჯემალ ჭკუასელის სახელი მიენიჭა.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მომღერლის, ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა.

ისნის რაიონში, ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს საბერძნეთის სახელი მიენიჭა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა