ანა წითლიძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ნინო აბრამიშვილი: როგორ აღმოჩნდა გამოძიების მიერ დალუქული ტელეფონები იმ პირებთან, რომლებიც ჩემს შვილზე ზეწოლას ახდენდნენ?
ნიკა გვარამია: საკონსტიტუციო სასამართლოს ორი არჩევანი აქვს – უარი თქვას პარტიების აკრძალვაზე ან მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას შეუძლებელს გახდის
„ტინდერისა“ და „ფეისბუქის“ ყალბი პროფილებით ახალგაზრდა მამაკაცებს შეხვედრებზე იტყუებდნენ, სცემდნენ და ფულს ართმევდნენ – ბრალი შვიდ პირს წარედგინა
ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა – სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბარაკ ობამა: თეთრი სახლი პუტინს ემორჩილება და უკრაინელებს ღალატობს, რომლებიც თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვიან
Russia loses another 1,560 troops in war against Ukraine in past 24 hours
Azov has struck more than 100 Russian trains in Donetsk region

ხათუნა სამნიძე - გადაწყვიტეს, ე.წ. განდეგილ დეპუტატებს ალაპარაკონ ანტიდასავლური, შავ-ბნელი აზრები - არ გამიკვირდება, მათი ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული

ნახვები: 495 ხათუნა სამნიძე - გადაწყვიტეს, ე.წ. განდეგილ დეპუტატებს ალაპარაკონ ანტიდასავლური, შავ-ბნელი აზრები - არ გამიკვირდება, მათი ინიციატივები გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იყოს მიმართული

გადაწყვიტეს, მოძრაობა "ხალხის ძალას" წევრებს ალაპარაკონ ყველა ის ანტიდასავლური, საშინელი, შავ-ბნელი აზრები, რაც "ქართულ ოცნებაში" არსებობს, დღევანდელი განცხადება ამის დასტურია,- ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც „ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა.

სამნიძე არ გამორიცხავს, რომ ამ დეპუტატებმა დაანიცირონ საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"ე.წ. განდეგილი დეპუტატები არიან "ქართული ოცნების" განუყოფელი ნაწილი, ეს დასტურდება იმით, რომ ისინი უმრავლესობის ნაწილი არიან და ავრცელებენ ზუსტად იმ გზავნილებს, რასაც "ქართული ოცნების" თითოეული წარმომადგებელი სიამოვნებით გააჟღერებდა. უბრალოდ მათ გადაწყვიტეს, რომ ე.წ.განდეგილებს ალაპარონ ყველა ის ანტიდასავლური, საშინელი, შავ-ბნელი აზრები, რაც "ქართულ ოცნებაში" არსებობს, დღევანდელი განცხადება ამის დასტურია. არ გამიკვირდება, რომ საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებსაც ეს ძალა დააინიცირებს, პირდაპირ იქნება მიმართული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ, შეკრების შესაზღუდად", - განაცხადა სამნიძემ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს. მათივე განცხადებით, "ამერიკის საელჩომ მისი ერთ-ერთი ფავორიტი "ენჯეოს" მეშვეობით არა მხოლოდ ხმის პარალელური დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა