მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

სოფო ჯაფარიძე - ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა - წარმოუდგენელია, დღეს როცა სააკაშვილს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ

ნახვები: 404 სოფო ჯაფარიძე - ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა - წარმოუდგენელია, დღეს როცა სააკაშვილს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ

თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა - წარმოუდგენელია, დღეს როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილის მიერ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების მოთხოვნას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, პარტიის ნომერ პირველი საზრუნავი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანაა და არსებულ მოცემულობაში შიდაპარტიულ საკითხებზე საუბარი მიუღებელია.

"თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თვისი დრო, ადგილი და ფორმა. დღეს, როდესაც ყველასთვის, პარტიისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამაზე საუბარი უადგილო იყო.

დღევანდელი დღე იყო ჩემთვის სრულიად გაუგებარი. შიდაპარტიულ დისკუსიებში ყოველთვის გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ აზრი დავაფიქსიროთ, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ეს მოხდა. ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანაა. წარმოუდგენელია, დღეს როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ," - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა