მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ნიკა მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი

ნახვები: 441 ნიკა მელიას გადაყენებაა მთავარი იდეა, თუმცა ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი

ნიკა მელიას გადაყენებაა იმ პროცესის მთავარი იდეა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილო ყურადღება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც კობახიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ სერიოზული ოლიგარქიული გავლენების ქვეშ არის“.

„ამ გავლენებით წარიმართება ის პროცესები, რასაც პარტიაში ვხედავთ. ერთი დაჯგუფება არის მერაბიშვილ-კეზერაშვილის, რომელსაც წარმოადგენს ხაბეიშვილი, მეორე მხარეს კი არის ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. სინამდვილეში, თავმჯდომარის არჩევის პროცესი არავისთვის არის საინტერესო. ერთი ფორმალური თავმჯდომარე მეორით შეიცვლება. ეს პროცესი უკავშირდება არა ახალი თავმჯდომარის არჩევას, არამედ მელიას გადაყენებას. მელიას გადაყენებაა მთავარი იდეაა იმ პროცესისა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარიმართება. ჩვენ არ გვაინტერესებს ეს ყველაფერი. ხაბეიშვილის ფიგურა იმდენად სატირულ-კომიკურია, შეიძლება ამაზე უფრო გაამახვილოთ ყურადღება.

თუ კეზერაშვილის დაჯგუფება გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში მას ექნება ჭარბი გავლენა „ნაციონალურ მოძრაობაზე“, დამატებით ვიცით, რომ აფინანსებს ე.წ. ტროიკას, რომელიც ჩამოყალიბებულია გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ჯაფარიძის სახით. სრულად ოპოზიციაც არ არის საინტერესო, იმდენად დასუსტებულია თავიდან ბოლომდე. სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობა“. სინამდვილეში პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, ვაშაძე, ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობაა“. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, სადაც კეზერაშვილი აფართოებს საკუთარ გავლენებს ნაძარცვი ფულის წყალობით“,-აღნიშნავს კობახიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა