მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ადვოკატი ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის

21.11.2022 ნახვები: 645

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ეჭვს გამოთქვამს, რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

"ფეისბუქ სტატუსში" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავდა, რომ მას მოწამვლასთან დაკავშირებით ადვოკატებთან ეჭვი არასდროს გამოუთქვამს.

"მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ "ვივამედის"ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა, ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამლვაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამლვა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

კითხვაზე, სააკაშვილთან მის შესაძლო მოწამვლაზე უსაუბრია თუ არა, ადვოკატი ასე პასუხობს: "მე პირადად არა".

ხაჭაპურიძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ყოველდღე შეიძლება სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადოს.

"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სააკაშვილი შესაძლოა, გათავისუფლდეს, მითუმეტეს, იქ აქცენტები კეთდება მე-18 მუხლზე",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა