მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

კელი დეგნანი:არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში

ნახვები: 429 კელი დეგნანი:არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ის არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში

არ მინდა, კომენტარი გავაკეთო დევიდ კრამერის განცხადებაზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩს ჰკითხეს დევიდ კრამერის იმ განცხადებაზე, სადაც აღნიშნავს, რომ „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

კელი დეგნანის თქმით, დევიდ კრემერი არის კერძო პირი, რომელიც ძალიან დაფასებულია აკადემიურ წრეებში.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა