მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიგა ბოკერია - ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს

ნახვები: 439 გიგა ბოკერია - ვერ ვხედავ წინაპირობებს, რომ მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს

მე ვერ ვხედავ წინაპირობებს, თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების შესაფერისი მერობის კანდიდატზე შეჯერება შესაძლებელი იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, შეჯერება თუ მოხდება, იქნება კარგი, მაგრამ ეს არ არის ის, რაც კლიმატს შეცვლის.

„კლიმატს ჩვენს ქვეყანაში ცვლის სხვა რამ. არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემები არის მთავარი, ის კი არა, ვინაა კონკრეტული თავმჯდომარე ან რა წერია კანონში, არამედ ზეწოლა, სუს-ი, მოსყიდვა, ჩაყრა, ის, რაც უკანონობაა. ამის დაძლევას სჭირდება ქვეყანაში ვითარების შეცვლა. რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, ყველა, ვინც საკითხს ასე აყენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატზე შეჯერება არის დამარცხების ფორმულა, წინასწარ იძახის, რომ საბაბს ეძებს, თუ რატომ არ უნდა დემოკრატიული ოპოზიციის შიგნით ამ ტიპის თანამშრომლობას შეუწყოს ხელი, რომელიც აუცილებელი განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. თბილისს გარდა არის რაიონები, რიგი ქალაქები, სადაც აუცილებელია კოორდინაცია მერობის და საკრებულოს თავმჯდომარეობის, მაჟორიტარობის კანდიდატებზე,"- განაცხადა ბოკერიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა