ბერდია სიჭინავა გიორგი ხოჯევანიშვილზე: მთელი ცხოვრება მოუწევს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ამ ჩვენების მიცემით აიღო
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისში თავდაცვითი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილა
აფხაზეთში, რიწისკენ მიმავალ გზაზე კლდეზე ცეცხლი შენიშნეს, თვითმხილველი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ვულკანური ლავა იყოს
კოტე კემულარია: ტრამპის გადაწყვეტილებით, მარკო რუბიო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს
თენგიზ აბლოთია: უწყვეტი პროტესტის ორი წელი - რისთვის ვდგავართ და რა გვინდა?
რომან გოცირიძე: ბოლო ერთი თვეა, სახელისუფლებო მედია და პროპაგანდისტები ჩემზე ორგანიზებულ შეტევას ახორციელებენ
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფამდე რეფორმების წინსვლას ითხოვს
კახა კახიშვილი ჩორჩანას საქმეზე: საგუშაგოს მოწყობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში არ შემოსულა, ფაქტი მედიით გავიგე

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს

ნახვები: 675 რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.

დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით: “რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს”, “პუტინი ტერორისტია”, “დიდება უკრაინას”, მხარი დაუჭირეთ აზოვს” და ა.შ.

აქციის ორგანიზატორი, ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, დღევანდელ აქციას დაახლოებით, 300-მდე ადამიანი დაესწრო.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეების გზავნილი ქართველებისათვის ისაა, რომ ყველა რუსი არ არის მკვლელი, ყველა რუსი არ ახდენს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აქ შეკრებილები წინააღმდეგები არიან რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის.ქციის მონაწილეებმა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა