დიდი ბრიტანეთის საელჩო - ვგმობთ გერმანიის ელჩის მიმართ უსაფუძვლო და აგრესიულ თავდასხმებს, რაც წარმოადგენს მტრული დეზინფორმაციის მაგალითს
ადვოკატი - ლევან ხაბეიშვილი თავს ძალიან მხნედ გრძნობს - საქმეც ვერ „შეკერეს“
სასამართლომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ცოლ-ქმარს, ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ეუთოს 37 ქვეყანა - მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს
კოალიციამ „ძლიერი საქართველო - ლელო“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ ვაკის რაიონის მოსახლეობას, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები - ვახტანგ სურგულაძე და ზაზა თავაძე წარუდგინეს
პეტრე ცისკარიშვილი - 4 ოქტომბრის გეგმებში არაფერი იცვლება - ლევანი დააკავეს, მაგრამ მის ადგილას გამოვა ათობით და ასობით სხვა ადამიანი
ჯუანშერ ბურჭულაძე კლინიკა „ჰელსიკორშია“ გადაყვანილი - მას, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, კლინიკაშივე წაუყენებენ
ემანუელ მაკრონი - გადავწყვიტე Rafale-ის ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგება, რათა ჩვენს მოკავშირეებთან ერთად წვლილი შევიტანო პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

პეტრე კოლხი:თუ ვინმე გამოირჩევა ძალადობით ეს არის ფანატიზმით შეპრყრობილი მრევლი

27.11.2022 ნახვები: 1093

„თუ ჩვენ განსხვავებული აზრის და შეხედულების გამო ერთმანეთი მიწასთან გავასწორებთ და საერთოდ არ მოვუსმინეთ ერთამნეთს- ეს არის შედეგი, 70 წლის მონაზონი რომ გააუპატიურეს, ეს არის ფაქტი რასაც ჩვენ ვერ ავცდებით“,-ამის შესახებ „ნეიშენ ჯორჯიასთან“ საუბრისას მამა პეტრე კოლხმა განაცხადა

კოლხის თქმით, ყოველთვის ხდებოდა, წახალისებული ჩვენს საზოგადოებაში ნებისმეირი ფორმის ძალადობა

„ჩემი პოზიციები და აზრი სამწუხაროდ არის უცვლელი, ეს ხდება საზოგადოების აზრისგან გამომდინარე, მე არანაირად არ  მაქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში რაიმე ფორმის ძალადობა იყოს დაფიქსირებული, განსკაუთრებით ეკლესიის წიაღში.

ჩვენს საზოგადოებაში თუ ვინმე გამოირჩევა ძალადობით და თუ ვინმეს გააჩნია აგრესია,  ეს არის ფანატიზმით შეპრყრობილი მრევლი, რომლებიც განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს ამუნათებენ, მიწასთან ასწორებენ, ჯოჯოხეთში უშვებენ. მათვის არ არსებობს არც სუფთა, არც წმინდა, არც საკრალური არაფერი, ვინაიდან მათი მთავარი არსი არის ის რასაც თვითონ იტყვიან, მათი აზრის ირგვლივ ტრიალებს დანარჩენი სამყარო - ასე არ არის.

თუ ჩვენ დავესესხებით საეკლესიო, გამოცდილებას, სწავლებას და ისინი გამოიყენებენ ჩვენ წინააღმდეგ, წმინდა წერილებს, დოგმებს და კანონებს, რითიც ისინი არასწორად იზრდებიან და დამახინჯდნენ თავიდან ბოლომდე.  მაშინ ის რატომ ავიწყდებათ, პატრიარქი რომ ამბობს რადიკალური აზროვნება მიურღებელია და საზოგადოებას დაჩეხვამდე და უფსკრულის პირამდე მიიყვანს.

თუ ჩვენ განსხვავებული აზრის და შეხედულების გამო ერთმანეთი მიწასთან გავასწორებთ და საერთოდ არ მოვუსმინეთ ერთამნეთს- ეს არის შედეგი, 70 წლის მონაზონი რომ გააუპატიურეს, ეს არის ფაქტი რასაც ჩვენ ვერ ავცდებით. მაგრამ რატომ მივედით აქამდე, რატომ მოხდა ეს, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამას ყურადღებას არავინ არ აქცევს. მივედით იმიტომ, რომ ყოველთვის ხდებოდა, წახალისებული ჩვენს საზოგადოებაში ნებისმეირი ფორმის ძალადობა.

2013 წელს, როდესაც ხელკეტებით გამოდიოდნენ და ქრისტიანობას ფარით და მახვილით იცავდნენ, მაშინ როდესაც 2021 წელს ჟურნალისტებზე ხდებოდა თავდასხმები, მაშინ ერის მამად გამოცხადებული კომბლით გამოდიოდა და ამბობდა ჩემი კომბალი უნდა გამოვიყენო მართმადიდებლობის დასაცავად. ვიღაცას თუ არ სჯერა ამის და ვიღაცას თუ არ უნდა საკუთარ თავში ჩაიხედოს და დაინახოს, მთავარი პრობლემა სინამდვილეში საიდან მოდის, პრობლემა ვერასდროს ვერ მოგავრდება“,-განცხადა კოლხმა

მისივე თქმით, ქრისტიანული მორალი დგას გულწრფელობაზე, სიმართლეზე და უბრალოებაზე.

„ეს სირაქლემის პოზიცია ამოვიდა ყელში, თან ისეთი თაობა მოდის, საერთოდ არ აინტერესებს არაფერი, გამჭოლი მზერით უყურებენ მოცემულობას, რეალობას და საოცრად კარგი აღქმა აქვთ რეალური მოცემულობის.

შესაბამისად ადამინები, რომლებიც დაზომბირებულია მათ ალბათ ისევ სურს ჩირგვებში ყოფნა, მაგრამ არის ჩვენ საზოგადოებაში ადამიანთა კატეგორია და ღმერთს მადლობა რომ პროცენტულად იზრდება, რომელსაც ვერანაირად ვერავინ ვერ დააზომბირებს და ვერ მოატყუებს, ზოგადად ქრისტიანული მორალი დგას გულწრფელობაზე, სიმართლეზე და უბრალოებაზე.

უბრალოდ ახლაც ვინდობ საზოგადოების დიდ ნაწილს და სხვა ბევრ რამეს არ ვამბობ, არ მიყვარს ადამიანების კატეგორიებად დაყოფა და მათი გადაკიდება ერთამენთზე“,-განაცხადა კოლხმა

კოლხის თქმით, მედია საშუალებები აშუქებენ იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა ეს გაშუქება ხდება გაბუქებულად და გადაჭარბებულად, ეს სხვა საკთხია. მაგრამ მე თუ ამის საბაბს შენ არ მოგცემ მე შენ ვერ გამაშუქებ

„ვიმეორებ, მე ჩემ თავში ვხედავ ბრალეულობას, მე მაქვს პრეტენზია რომ ვარ ეკლესიური, აღმსარებელი, მაზირებელი და სასულიერო პირი, თუ ჩემში რაიმე დოზით არის ძალადობის ნიშნები, ძალადობა ხომ არ არის მარტო ხელკეტები და გაუპატიურება, მორალური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, თუ ჩემში ეს რაიმე დოზით არის - ეს ჩემი ბრალია და რა შუაშია მედია საშუალებები?!

 მედია საშუალებები აშუქებენ იმას რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, შესაძლოა ეს გაშუქება ხდება გაბუქებულად და გადაჭარბებულად, ეს სხვა საკთხია. მაგრამ მე თუ ამის საბაბს შენ არ მოგცემ მე შენ ვერ გამაშუქებ.

ქრისტიანობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის საკუთარ თავში ნაკლის აღმოჩენა.

რას გვასწავლის წმინდა წერილში ქრისტე, შენს თვალში დიანახე მდირე და შეეშვი სხვის თვალში ბეწვის ძიებას, ჩემთვის ეს არის ქრისტიანობა.

მეტი რაღა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში, ეს პატარა სახელმწიფო ვერ დაიტევს ამდენ ტრაგედიას, მესმის რომ სხვაგან უარესები ხდება.

პატარა ბავშვებს ვაუპატიურებთ, მონაზვნებს, დიდებს ეს ხდებოდა მე-14 საუკუნეში. 

საბოლოოდ მაინც მოვედით აქამდე იმიოტმ რომ შინაგანად ვიყავით ძლიერები, დღეს შინაგანად ვირევით და ვირყევით. ჩენ აღარ გვჭირდება თემურ ლენგები, მართმადიდებლები, ეკლესიის წევრები და აღმსარებლები, მაზიარებლები აუპატიურებენ მონაზვნებს. აქ ჩვენთან ბუნებრივად, დღისით მზით, ნამდვილი მორწმუნეები, რეალური მორმწუნეები ბრჭყალებში, რეალურ მონაზვნებს რეალურად აუპატიურებენ და კიდევ ვიდგეთ და ვიძახოთ ვიღაცეების ბრალია, ასე არ ხდება.

ის რაც ხდება, პირველ კლასში ვსიწვალეთ ეს ლექსი.

 

ონკანიდან წყალი მოდის, ატალახდა ჩვენი ეზო,

სულ ყველაფერს ხედავ გია, სულ ყველაფერ ხედავს რეზო.

ორივენი ღია ონკანს აუვლიან ჩაუვლიან

სულ არაფერს აშავებენ მაინც დანაშაული.

დიახ მაინც დანაშაული, იმიტომ რომ ამ დანაშაულის მონაწილე პირდაპირ თუ ირიბად ვართ ყველა ჩვენგანი, სჯობს ყველამ ჩვენი წილი პასუხიმგებლობა ავიღოთ“,-განაცხადა „ნეიშენ ჯორჯიასთან“ მამა პეტრე კოლხმა.

ესაუბრა, ზუკა ნემსაძე

ნეიშენ ჯორჯია

ყველას ნახვა
ყველას ნახვა