მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ირაკლი კობახიძე - როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება

ნახვები: 629 ირაკლი კობახიძე - როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს 600 000-ს აღემატება, საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე, შენდება ახალი სახლები და ამ ბინების 80-90%- ს ყიდულობენ ჩვენი მოქალაქეები, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან , - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 450 000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ხელისუფლება სიღარიბის განულებისკენ მიდის და ამას 2030 წლისთვის მიაღწევს.

"უპრეცედენტო ზრდას რაც შეეხება, ზედიზედ ორი წელი ჩვენ გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, შარშან იყო 10.5, წელს პირველი 10 თვის მონაცემებით, 10, რაც აღემატება იმას, რაც თავიდან იყო პროგნოზირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ მაგალითად, ციფრებში რომ გამოვხატოთ, თუ იყო შარშან წლის დასაწყისში 4250 დოლარი, ამ წლის ბოლოს გახდება 7800 დოლარი ერთ სულ მოსახლეზე. ეს არის ისეთი მონაცემები რაც მათემატიკური სიზუსტით დადგენადია. რა თქმა უნდა, ეს ზრდა თანაბრად ყველა მოსახლეზე არ აისახება, მაგრამ მარტივი მონაცემებია, მაგალითად მსოფლიო ბანკის, რომ სულ რაღაც 3-4 წლის წინ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 850 000 ადამიანი, ამ წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი იქნება 450 000- ზე ნაკლები, ანუ 400 000- მა ადამიანმა დაძლია სიღარიბე 3-4 წლის განმავლობაში, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.

როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, თბილისში დადიოდა (შეიძლება მცირეოდენი შეცდომა მომივიდეს, მაგრამ ბევრი არ იქნება), დაახლოებით, 250 000 მანქანა, წელს უკვე 600 000- ს აღემატება, ხარისხიც არის გაუმჯობესებული მანქანების და რაოდენობაც. მოსახლეობა იგივეა რაც თბილისში იყო, მაგრამ ჰყავდათ 250 ათასი მანქანა და ახლა ჰყავთ 600 000. საიდან მოვიდა ეს მანქანები? ეკონომიკური ზრდა აისახა ამაზე. შენდება ახალი სახლები და ამ ბინებს ყიდულობენ ადამიანები, ამ შემთხვევაშიც, მინიმუმ 80-90 პროცენტი საქართველოს მოქალაქეებზე იყიდება და არა უცხოელებზე. ეს საიდან მოდის? ახალი ბინა ჩნდება და ახალი მეპატრონე, ესეც მოდის ეკონომიკური ზრდიდან. სამი მილიონ 700 ათას ადამიანზე ვერ გავრცელდება სამწუხაროდ ეს ზრდა თანაბრად, მაგრამ ვრცელდება საკმაოდ დიდ სეგმენტზე და ამას მიუთითებს ეს მონაცემები.

ესეც არ არის საკმარისი, როცა 400 ათასი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, რა თქმა უნდა, ბედნიერი და გახარებული ვერ იქნები, მაგრამ მიმართულება არის სწორი და სწორედ ამას გვეუბნება სავალუტო ფონდი, რომ ჩვენ მოვახერხებთ 2030 წელს სიღარიბის განულებას, მთავარია აქეთ ვიაროთ და მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა,"- განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა