მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორი ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც

ნახვები: 562 ელენე ხოშტარია - მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორი ბიძინა ივანიშვილია, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც

მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია - ამოცანაა, რომ ხალხმა დაიწყოს საუბარი, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა",- ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მან, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას, რომ სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

„მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია; შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს, მისი დაპირება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. გვახსოვს, ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის. ამოცანაა, რომ ხალხმა საუბარი დაიწყოს. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, რომ ივანიშვილი რუსი ოლიგარქია, არ გვაქვს სასამართლო. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ არ მივცეთ ამის უფლება?! ამაშია მთავარი საკითხი", - აღნიშნავს ხოშტარია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა