მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ
საგარეჯოში ორი ძმის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – გადარჩენილი ძმა თავდასხმის დეტალებს იხსენებს
Bloomberg: მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლას განიხილავს – სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმაციას უარყოფს
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა რუსეთისთვის საჩუქარი იქნება
საგარეჯოში ორი ძმა მოკლეს – არსებული ინფორმაციით, მათ ქორწილში მიმავალ გზაზე ჩაუსაფრდნენ

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ახლა სასწრაფოა დეტოქსიკაცია, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მოდუნებულია და უსიცოცხლოდ არის

ნახვები: 683 გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე - ახლა სასწრაფოა დეტოქსიკაცია, მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მოდუნებულია და უსიცოცხლოდ არის

ახლა ძალიან სასწრაფოა დეტოქსიკაცია - მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ „ვივამედში“ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დეტოქსიკაციას გამოცდილება სჭირდება და ცნობილია, ის კლინიკები, სადაც ამის გაკეთებაა შესაძლებელი.

„ბევრმა გამოცდილმა ექიმმა გამოთქვა ეს ვარაუდი - ხომ არ არის მოწამვლა. ეს ანალიზი გაკეთდა კალიფორნიაში, ერთ-ერთ ლაბორატორიაში, რომელსაც ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს და შემდეგ მისი ინტერპრეტაცია გააკეთა ძალიან ცნობილმა ტოქსიკოლოგმა. მივიღეთ, გვაქვს დოკუმენტი, იქ ყველაფერი წერია და ახლა, ძალიან სასწრაფოა დეტოქსიკაცია. ამ დეტოქსიკაციასაც თავისი გამოცდილება სჭირდება და ცნობილია კლინიკები, სადაც ეს კეთდება. ველოდებით სასამართლო პროცესს, რომელიც მოგვცემს ამის შესაძლებლობას. მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ძალიან მოდუნებულია და უსიცოცხლოდ იყო, ძირითადად იწვა“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა